|
2023-03-21 12:37:05, 1587 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ქედის მერიის ცნობით, შეხვედრები პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში 20-23 მარტის ჩათვლით გაიმართება. "ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი გეგელიძეების, ახოს და ჩეტკიძეების მოსახლეობას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მაჟორიტარ მერაბ ნაკაშიძესთან, სტრუქტურული ერთეულის უფროს შოთა ბერიძესთან და წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრები პარალელურად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. მოსახლეობა კრებებზე პრიორიტეტების მიხედვით თავად ირჩევს განსახორციელებელ პროექტებს და აქტიურად ერთვება მის განხორციელებაში. მიმდინარე წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს",- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)