|
2023-03-20 14:34:18, 1577 ნახვა
რეგიონი
გომარდულში, სათხილამურო სპორტში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირი გაიმართა
გომარდულში, სათხილამურო სპორტში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირი გაიმართა. შუახევის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში, შუახევისა და ხულოს სასპორტო სკოლის 50-ზე მეტი მოსწავლე ასპარეზობდა. მერიის ცნობით, ტურნირს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აგვისტოს ომის გმირის, ამირან მამალაძის მამა, გურამ მამალაძე, თვითმმართველობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ბსუ-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებული მოთხილამურეები თასებით, მედლებით, სიგელებითა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება, შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)