01:58 - 14 Aug, 2026
|
2023-03-15 17:44:29, 1589 ნახვა
რეგიონი
კასპში, ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
ქალაქ კასპში მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის დაგება დაიწყება. "სამუშაოების დათვალიერებისას მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, რომ ორივე დაწესებულება ადამიანების ჯანმრთელობას ემსახურება და მათი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული და აუცილებელია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)