|
2023-03-14 19:12:08, 1517 ნახვა
რეგიონი
შუახევში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
შუახევში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მუნიციპალიტეტის 54 სოფელში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით 628 000 ლარია გათვალისწინებული. ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართულ შეხვედრებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს. საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად ეზოს კეთილმოწყობა, ბეტონის საფარის დაგება, გარე განათების სისტემის, სველი წერტილებისა და საცალფეხო ბილიკის მოწყობა დაასახელეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 24 მარტამდე გაგრძელდება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში მათი განხორციელება დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)