|
2023-03-03 17:12:20, 1622 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ქედაში ყველაზე უხუცეს ქალბატონს 103 წლის ხურმიზ ბოლქვაძეს დედის დღე მიულოცა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ ავთო ჩხიკვაძესთან ერთად ქედაში, ყველაზე უხუცეს ქალბატონს 103 წლის ხურმიზ ბოლქვაძეს დედის დღე მიულოცა. ქალბატონი ხურმიზი 1920 წელს დაიბადა, მან 19 წლის ასაკში შექმნა ოჯახი სოფელ კუჭულაში. ის 8 შვილის დედაა, ჰყავს 12 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი და 7 შვილიშვილის შვილიშვილი. ასევე, დღეს ,,ღირსეული სიბერე" ქედის ხანდაზმულთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა დედეისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდნენ. მათ კლუბის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული, დღეს გაიხსნა და 9 მარტს დასრულდება. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრიბი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)