19:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 12:45:48, 1441 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე - პროკურატურაში იუსტიციის მინისტრის, პენიტენციურისა და „ვივამედის“ წინააღმდეგ საჩივარს შევიტანთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე პენიტენციური სამსახურისა და კლინიკა "ვივამედის" წინააღმდეგ, პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ხაჭაპურიძის თქმით, საგამოძიებო ორგანოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნითაც მიმართავენ.

"დაცვის მხარე ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე შესულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. დღეს, იმედია, გაირკვევა როდის იქნება პროცესი. ეს არის გაჭიანურება, რა თქმა უნდა, მომაკვდავი პატიმრის საქმის. ჯერ, როგორც ჩანს, არ მიუღიათ დირექტივა ზევიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთონ. დღეს, შევიტანთ პროკურატურაში საჩივარს "ვივამედთან" და პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით გაყალბებულ ოქმებზე, არაადეკვატურ მკურნალობასა და მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც ამ კლინიკისა და პენიტენციური სამსახურის მიერ იქნა დაშვებული. ასევე, დამატებით შევიტანთ განცხადებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც აკეთებენ არაადამიანურ, დამამცირებელ განცხადებებს სააკაშვილის მიმართ", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics