05:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 16:32:18, 1508 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით, ბათუმში კრაფტ ლუდის სივრცე „9 მთა“ გაიხსნა

„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში, პირველი კრაფტ ლუდის სივრცე, "9 მთა" გაიხსნა, სადაც ლუდის მოყვარულებს ათობით არომატის ლუდისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

ქართული კრაფტ ლუდი "9 მთა"-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს. "9 მთა" სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ნორვეგიაში შეიქმნა. ამ ლუდების რეცეპტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო პირველმა ნორვეგიელმა კრაფტ ლუდის მხარშველმა ჯიკიუნ კჟეტილმა. ბრენდის მიზანია, ქართული ლუდის სამყაროს დახვეწა, გამრავალფეროვნება და საქართველოში კრაფტ ლუდის კულტურის ჩამოყალიბება. ამავდროულად, ადგილზე შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი ლუდსახარშების: Mikkeller,BrewDog, Omnipollo ნაწარმის დაგემოვნება. წარმოდგენილი კერძების ფილოსოფია კი, ქართულ და მსოფლიო სამზარეულოებში მოგზაურობას ეფუძნება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხარებელს კიდევ ერთ, ახალ ლოკაციაზე - ბათუმში ვუმასპინძლებთ. გვინდოდა პროექტი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გაგვეხსნა, რაც „თიბისი ლიზინგის“ ხელშეწყობით მარტივად მოვახერხეთ. საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად ლიზინგი ყველაზე მოქნილი მეთოდი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, ახლა უკვე  მემედ აბაშიძის 42ა-ში ველით ნამდვილი კრაფტ ლუდის მოყვარულ სტუმრებს,“- მარიამ მშვილდაძე, გენერალური მენეჯერი. 

„თიბისი ლიზინგისთვის“ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. HORECA სექტორის განსაკუთრებული მოთხოვნა სამზარეულო დანადგარებსა და ტექნიკაზე ფიქსირდება, რასაც ძალიან მოკლე დროში, მარტივი დაფინანსებით ვპასუხობთ და ვუთავისუფლებთ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსს. „9 მთა“ უკვე წლებია, რაც მომხმარებლის სიყვარულით სარგებლობს და მიგვაჩნია, რომ ბათუმის ფილიალის გახსნით ის კიდევ უფრო მეტ ერთგულ სტუმარს შეიძენს,“ - ზურაბ გუგუშვილი, „თიბისი ლიზინგის“ კომერციული დირექტორი. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics