|
2023-02-24 14:29:08, 1602 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა საკრებულოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ საკრებულოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მერმა, ანგარიშის წარდგენის დროს ძირითადი აქცენტი ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე გაამახვილა და 2023 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები დაანონსა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მადლობა გადაუხადა მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობით ორგანოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არსებული გამოწვევების დაძლევისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, რაც საბოლოოდ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. რეგლამენტის თანახმად, ომარ ტაკიძის 2022 წლის მუშაობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)