|
2023-02-20 23:05:12, 986 ნახვა
სამართალი
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეებმა განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. კერძოდ, პროკურორებმა და ადვოკატებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს თუ როგორ უნდა განემარტოთ ნაფიც მსაჯულებს სასამართლო სხდომაზე გამოსაყენებელი კანონი, რა გარემოებები გაითვალისწინება მსაჯულთა შერჩევისას აცილების თაობაზე შუამდგომლობის გადაწყვეტის დროს და რა ხარვეზები გამოიკვეთა მსაჯულთა წინაშე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში. შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ასათიანმა ხაზი გაუსვეს პროგრესს, რომელიც ამ მიმართულებით მართლმსაჯულების სისტემას აქვს და მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რა დროსაც აღინიშნა ის ცალკეული საკითხები, რომლებთა გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია სამივე უწყების აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)