|
2023-02-17 16:35:23, 1614 ნახვა
რეგიონი
ქალაქ კასპში, ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
ქალაქ კასპში, ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ქვენიფლენი“ შეასრულებს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. ე.წ. „ქარწისი -“ს დასახლებაში მდებარე ქუჩის სიგრძე 1480 გრძივი მეტრია, პროექტის ღირებულება 534 999 ლარი, ხოლო სამუშაოების დაფინანსების წყარო რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი. ხეთაგუროვის ქუჩის ძირითადი მისასვლელი აღმართი, მოუწყობელი და გადაადგილებისას მუდმივად პრობლემური იყო, 2021 წელს მოვაწყეთ. პარალელურად კი მომზადდა ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი. დასრულებული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას კეთილმოწყობილი ქუჩით გადაადგილებას შეუწყობს ხელს” - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)