|
2023-02-16 10:54:47, 1023 ნახვა
სამართალი
დააკავეს უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სხვის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე „მ. მ.“ დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „მ.მ“, რომელიც იყო უძრავი ქონების რეალიზაციით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, საქართველოში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორს შეუთანხმდა, რომ გაუწევდა მას მომსახურებას კონკრეტული მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების მოპოვებაში და შესაბამისი თანხმლები დოკუმენტების მომზადებაში, რის შემდეგაც, დიდი ოდენობით თანხების მოტყებით დაუფლების მიზნით, ხსენებული მომსახურების თითქოსდა შესრულებისათვის, ბრალდებულმა, სხვა პირთა დახმარებით, დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - არქიტექტურული და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტები, გეოლოგიური დასკვნები, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლა დამკვეთის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 707 449 აშშ დოლარის ოდენობით. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)