|
2023-02-13 15:45:53, 1622 ნახვა
რეგიონი
კასპის მერია ძიუდოისტ ირაკლი დემეტრაშვილს ევროპის ღია პირველობაზე გამარჯვებას ულოცავს
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, კასპელმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. კასპის მერია ძიუდოისტს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ კარიერულ წარმატებას უსურვებს. "ირაკლი დემეტრაშვილი სოფელ თელიანის მკვიდრია, მან ვარჯიში სოფელ მეტეხში ნუგზარ მამულაშვილთან დაიწყო, რომელსაც მის წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ვულოცავთ 20 წლის ირაკლის და ნუგზარ მამულაშვილს დაუღალავი შრომის ფასად მოპოვებულ ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებულ სპორტულ კარიერას ვუსურვებთ", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევროპის ღია პირველობა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)