|
2023-02-09 15:46:04, 1658 ნახვა
რეგიონი
ქედაში ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური ახალ პროგრამას განახორციელებს
ქედაში ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური ახალ პროგრამას ,,ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობის სერვისების თანადაფინანსება" განახორციელებს. ქედის მერიის ცნობით, პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს პერსონალური ასისტენტი და შინ მოვლის სპეციალისტი ცხოვრების გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის მიზნით დაეხმარება ისეთ საყოფაცხოვრებო ქმედებაში, როგორიცაა: ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა; ჩაცმა, კვება, გადაადგილებაში დახმარება; წვრილმან ტექნიკურ საჭიროებებში მხარდაჭერა; საოჯახო საქმეებში დახმარება. "ამ ეტაპზე პროგრამაში სულ 25 ბენეფიციარია ჩართული. პროგრამა ასოციაცია ,,ანიკა" ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური მიმდინარე წელს 2 145 737 ლარის 21 პროგრამას განახორციელებს", - ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)