|
2023-02-05 11:14:00, 1527 ნახვა
სამართალი
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა
ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, თელავის სატყეო უბნიდან უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 მ3-მდე მეორე ხარისხის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას მოქალაქე სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა. "ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და თელავის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს. ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა. უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი თელავის „საქმიან ეზოში” დასაწყობდა, საიდანაც მისი რეალიზაცია მოხდება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)