|
2023-01-31 11:23:49, 1703 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კონცეპტში“ საბავშვო მასტერკლასები გაიმართა
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში, საბავშვო მასტერკლასები გაიმართა. მასტერკლასზე ბავშვებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, თავად ააწყვეს არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობების სამგანზომილებიან მაკეტები. მასტერკლასებს ხელმძღვანელობდნენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე იმუშავეს. ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. „თიბისი კონცეპტში“ წარმოდგენილ გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ლადო ალექსი-მესხიშვილი ნამუშევრების ფართო საარქივო კოლექციას და კიდევ ერთხელ გაიაზროს არქიტექტურაში სოციალური რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ჩანახატების, ნახაზების, ფოტოებს, საარქივო მასალისა და მაკეტების პარალელურად, დამთვალიერებელი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმს იხილავს. რომელიც, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გვაცნობს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. სულ მალე გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ქუთაისში გადაინაცვლებს. დამთვალიერებელს მისი ნახვა ი. გრიშაშვილის #26 მდებარე, „თიბისის“ ფილიალის საგამოფენო სივრცეში შეეძლება. გამოფენის მხარდამჭერი, ისევე როგორც, ჩვენი უახლესი ისტორიის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების პოპულარიზაციის და ხელახლა გააზრების ინიციატორი, „თიბისია“.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)