|
2023-01-27 22:25:57, 1578 ნახვა
სამართალი
ხაჭაპურიძე - თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ
თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ხდება ყველანაირი მცდელობა, რომ გადაფარონ რეალობა და სიტუაცია თავიანთი გადმოსახედიდან წარმოაჩინონ. მან დასძინა, რომ სასამართლო პროცესების გაჭიანურების გამო, 7 მოწმე მოიხსნება და დარჩება 5 მოწმე და ერთ ან ორ სხდომაში დასრულდება პროცესი. "თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ რამენაირად გადაარჩინონ სიტუაცია თავიანთი გადმოსახედიდან , ანუ რამენაირად არ გაუშვან მიხეილ სააკაშვილი. 7 მოწმეს მოვხსნით, დაგვრჩება 5 მოწმე და იმ 5 მოწმიდან ერთ სხდომაში, ან ორ სხდომაში დავასრულებთ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)