22:20 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 15:08:05, 1639 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

განაჩენი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა, რითაც 4 წლიანი საქმის წარმოება დაასრულა. 

პროცესს დაცვის მხრიდან მხოლოდ ადვოკატები და ,,ტვ პირველის" დამფუძნებლის მამა ესწრებოდა.  "ლელოს" ლიდერები კი განაჩენს პარტიის ცენტრალური ოფისიდან ელოდნენ.  

ცნობისთვის, ,,ლელოს" ლიდერებსა და  ,,ტვ პირველის" დამფუძნებლის მამ​ას ფულის გათეთრებას ედავებიან. კერძოდ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აქვთ წარდგენილი, რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საპატიმრო სასჯელის მოხდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო არ მოუწიათ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics