|
2023-01-25 13:19:42, 1993 ნახვა
ეკონომიკა
Stockton და „თიბისი კონცეპტი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი - დაბრუნება“
„თიბისი კონცეპტის“, მასტერქარდისა და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გიწვევთ მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ პრემიერაზე. წარმოდგენა, რომელშიც მაყურებლებს საშუალება ექნებათ 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში იმოგზაურონ, დაფუძნებულია Kordz-ის ნაწარმოებზე „1999“. სპექტაკლი 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის “Kluster 5” და მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო - ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებსა და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. სპექტაკლი 5,6 და 7 თებერვალს თეატრში „ჰარაკი“, ხოლო 11 თებერვალს კი Silk Factory Studio-ში გაიმართება. მუსიკოსები: kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე „ჰარაკი“-ს გუნდმა (თეატრალური კომპანია) და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს. მსახიობები: ანასტასია ჭანტურაია ნატალია გაბისონია თემო რეხვიაშვილი ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 25 იანვარს და 3 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ „თიბისი კონცეპტის“ მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის, 15%-იანი ფასდაკლებით. 28 იანვრიდან თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ხოლო „თიბისი“ მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის 10%. *ფასდაკლება არ ვრცელდება „თიბისის“ ერთგულის ბარათებზე. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: tkt.ge მხარდამჭერები: Pro Helvetia (შვეიცარია), „თიბისი კონცეპტი“, მასტერქარდი, ლექსუსი და თბილისის მერია.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)