03:44 - 14 Aug, 2026
|
2023-01-23 21:30:38, 1735 ნახვა
რეგიონი
ხულოში ხანძრის შედეგად 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის, რაულ მახარაძის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობაა. მან დასძინა, რომ ადგილზე 2 სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა ჯერ ისევ მუშაობს, ხანძრის შედეგად კი ხის ორსართულიანი სახლია დამწვარი. ხუთსულიანი ოჯახი, რომლის 2 წევრიც ბავშვია, სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს დროებით საცხოვრებლად. ინფორმაციის თანახმად, აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე სარეზერვო ფონდიდან გასცემს თანხას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)