20:25 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 21:34:53, 1512 ნახვა

ეკონომიკა
იონათამიშვილი - 2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი, არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს

"2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრია კასიანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების უკან დაბრუნებას სთხოვს.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, მაგრამ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში არ დაფიქსირდება, როგორც მხარე.

„საქართველო ახორციელებს ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვაგზავნით ტვირთს, გენერატორებს. ამ მხრივ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მხარედ საქართველო ამ ომში არ დაფიქსირდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, 2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics