|
2022-12-29 13:02:13, 1256 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ სმიტი სააკაშვილზე - მოწამლულია სხვადასხვა მეტალებით, რომლებიც წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს
მოწამლულია სხვადასხვა მეტალებით, რომლებიც წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს,- ამის შესახებ ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა. სმიტის თქმით, მეტალებს შორისაა ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი. „ჩემი აზრით ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი. რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და ამ პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. ამის შედეგად მან განიცადა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დაზიანდა თავის ტვინში იყო თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ადგილ აქვს კუნთების განლევას. მას გააჩნია ასევე დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გასტრიტს, რაც იწვევს მუდმივ დიარეას და შესაბამისად კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას გააჩნია დაზიანებები ღვიძლში, და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში ისეთებში როგორიცაა გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული“,- განაცხადა სმიტმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)