12:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 12:02:58, 1575 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე ზურაბიშვილზე - სანამ არ იტყვის, რომ გუშინ „გაბრაზებული“ ხალხი მის რეზიდენციასთან ივანიშვილმა დააორგანიზა, არაფერს ფასი არ აქვს

სანამ ზურაბიშვილი არ იტყვის საჯაროდ რომ გუშინ „გაბრაზებული“ ხალხი მის რეზიდენციასთან ივანიშვილმა დააორგანიზა, რაც არ უნდა თქვას სხვა, არაფერს ფასი არ აქვს,- ამის შესახებ პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „არაფრის გამკეთებელია“.

„სანამ ზურაბიშვილი არ იტყვის საჯაროდ რომ გუშინ ‘გაბრაზებული’ ხალხი მის რეზიდენციასთან ივანიშვილმა დააორგანიზა, რაც არ უნდა თქვას სხვა, არაფერს ფასი არ აქვს, არც რამის გამკეთებელია.

არა კობახიძემ, არა ღარიბაშვილმა, არა სამხარაძემ - არამედ ივანიშვილმა

ნუ, ცოტა შეიძლება მოროშკინამ“,- წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორბელიანის სასახლესთან აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ.

ამ დაძაბულობის ფონზე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან გავიდა და განცხადება გააკეთა, თუმცა მის გამოსვლას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყნის ევროპულ მომავალს "რატომღაც ყველა ებრძვის". 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics