12:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 09:45:51, 861 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ზურაბიშვილის ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული

ზურაბიშვილის ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

„ხალხი გამოვიდა, რომელსაც გარკვეული ეჭვები დაებადა ორაზროვნების გამო, იმ განცხადებების ორაზროვნების გამო, რომლებიც გააკეთა პრეზიდენტმა და ამას უნდა პასუხი ამ ეტაპზე. ვრცელი განმარტებები, კიდევ ერთხელ დამატებით გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, რომ ადამიანი, რომელმაც აწამა, რომელმაც მოკლა, რომელმაც დაარღვია ყველანაირი ნორმა, იქნება შეწყალებული. ამას უკავშირდება მიტინგიც, არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას",- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორბელიანის სასახლესთან აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ.

ამ დაძაბულობის ფონზე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან გავიდა და განცხადება გააკეთა, თუმცა მის გამოსვლას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics