|
2022-12-28 11:34:38, 1822 ნახვა
რეგიონი
კასპში წინა საახალწლო ღონისძიება გრანდიოზულად აღინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით კასპში წინა საახალწლო ღონისძიება გრანდიოზულად აღინიშნა. კასპის მერიის ცნობით, სპეციალურად მოწყობილ საახალწლო სახლებში ადგილობრივი მეწარმეებისთვის მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები - მოსიარულე ორკესტრის შოუ, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა საჩუქრებით გაუმასპინძლდა პატარებს. მოეწყო ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. „ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მერმა შეკრებილ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა - მშვიდობა, ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი უსურვა. საღამო ცეცხლოვანი შოუთი გაგრძელდა. დასკვნით კონცერტზე კი კასპელი მსმენელის წინაშე სალიო წარდგა. საახალწლო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)