04:42 - 14 Aug, 2026
|
2022-12-23 16:56:52, 1737 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძემ შუახევის სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატება უსურვა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, პაატა ქათამაძესთან ერთად, შუახევის სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატება უსურვა. ომარ ტაკიძემ, ჯანდაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის, სს ევექსის კლინიკების, შუახევის კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგი, ნატო ბეჟანიძე და მთავარი მედდა, ირმა ბოლქვაძე, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ,,ჯანმრთელობის დაცვის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ პროფესიულ დღეს! მადლობა დაუღალავი შრომისთვის, პროფესიის ერთგულებისა და მამაცობისთვის, ჩვენი მოქალაქეების გადარჩენილი სიცოცხლისათვის“ - განაცხადა ომარ ტაკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)