|
2022-12-22 12:10:00, 1594 ნახვა
სამართალი
პენიტენციურმა სამსახურმა „სიმულაციის დასადგენად“ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „სიმულაციის დასადგენად“ მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო "ვივამედში" გადაღებულ კადრებზე, რომელიც თავად პენიტენციურმა გაავრცელა. "მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლოდ სამედიცინო ექსპერტიზამ ჩაატაროს ექსპერტიზა სამივე დაწესებულებამ, მათ შორის ლევან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით", - განაცხადა აბრამიშვილმა. ცნობისთვის, სასამართლო პროცესს, რომელზეც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავენ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმში ესწრება. აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)