|
2022-12-16 13:49:52, 1160 ნახვა
სამართალი
წაღებულია 24 800 ლარი, 504 დოლარი და 1 045 ევრო - პროკუატურამ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, „საქართველოს ბანკის" ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 დეკემბერს, „საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, მოლარე-ოპერატორს ბანკის კუთვნილი 24800 ლარი, 504 აშშ დოლარი და 1045 ევრო გასტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)