|
2022-12-14 12:51:42, 1589 ნახვა
სამართალი
ხაჭაპურიძე - რაც ჩაიდინეს, ცდილობენ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი
რაც ჩაიდინეს, ცდილობენ ახლა, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრეზიდენტის პროცესის გადადების შემდეგ უთხრა, ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო აკეთებს, სირცხვილია. "სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი მათ. ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი. მეტი რა შეფასება უნდა გავაკეთო. პატიმარი ვერ ჩართეს თურმე აგერ, 2 კმ-დან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. შიში რაღაც გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ყველაფერს ცდილობენ ახლა, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი - სხვა არაფერი არ ჰქვია ამას", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" მას დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა არ უზრუნველყო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)