|
2022-12-13 10:58:49, 1204 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დისტანციურად დასწრების უფლება მისცა. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა "ვივამედი" გასცემს ნებართვას, შესაძლებელია ექსპრეზიდენტი სასამართლოში მიიყვანონ. "მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად სასამართლო პროცესზე, თუმცა თუ კლინიკა "ვივამედი" გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდეც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 30 მოწმეა, თუმცა თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ ვთქვათ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)