|
2022-12-12 21:42:18, 1646 ნახვა
სამართალი
ედუარდ სააკაშვილი - შეშფოთებული ვარ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავ საკმაოდ მძიმე სურათს
შეშფოთებული ვარ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავ საკმაოდ მძიმე სურათს ,სიტუაცია კიდევ უფრო უარსდება,მისი პატიმრობის დაწყებიდან მას არაჯეროვნად მკურანლობენ,6 თვეა საავადმყოფოშია და სიტუაცია უფრო და უფრო უარსდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ მათთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით,ამ სიტუაციიდან გამოსავალი მარტივია და რეალური შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებას,რომ გადადგას სწორი ნაბიჯები და მისცეს საშუალება მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის. "სიტუაცია განსხვავებულია იმასთან შედარებით თუ რაც ხდებოდა აქამდე,მე არ შემიძლია ყოველთვის ვნახო მამა როცა ვხედავ ციხეში ან საავადმყოფოში,როდესაც მაქვს საშუალება ვნახულობ ხოლმე,ჩემთვის ძალიან რთულია,როდესაც მას ვნახულობ სულ უფრო მძიმედ და სუსტადაა,ადამიანი,რომელიც იყო ენერგიული და ქარიზმატული ესეთ მდგომარეობაშია.შეშფოთებული ვარ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავ საკმაოდ მძიმე სურათს ,სიტუაცია კიდევ უფრო უარსდება,მისი პატიმრობის დაწყებიდან მას არაჯეროვნად მკურანლებენ 6 თვეა საავადმყოფოშია და სიტუაცია უფრო და უფრო უარსდება,როდესაც ბრიუსელში და სტრასბურგში ჩავდივარ ვხედავ მზარდ მხარდაჭერას,პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ხდება აღიარება იმის,რომ სიტუაცია ისეთი როგორიც დღეს არის მამაჩემთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს,ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მიხეილ სააკაშვილს გარდაიცვალოს ციხეში ან რაღაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას,გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მარტივია, რეალური შესაძლებლობა არსებობს საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება მესამე პრეზიდენტს საზღვარგეარეთ იმკურნალოს.სიტუაცია ძალიან მძიმეა და იგი უნდა შეიცვალოს,შემდეგ რა მოხდება განსაზღვრული არ არის,ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე,ოჯახზე,ადამიანებზე რომლებიც თანხმდებიან იმაზე რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და გადარჩეს მამაჩემის სიცოცხლე,მისი ჯანმრთელობა უნდა იქნას შენარჩუნებული ეს არის თავისებური კონბინაცია ცოდნისა და იმედისა რომლის მიხედვითაც ვამბობ რომ მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება ციხეში." - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)