|
2022-12-12 15:32:00, 2009 ნახვა
რეგიონი
თეატრმა „ფარდის მიღმა“ კასპის კულტურის ცენტრში სადებიუტო თეატრალური კომპოზიცია გამართა
ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კასპის კულტურის ცენტრში, კულტურის ცენტრთან არსებულმა საყმაწვილო თეატრმა „ფარდის მიღმა“ სადებიუტო თეატრალური კომპოზიცია გამართა და მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა. თეატრალურ კომპოზიცია, რითაც კასპში საყმაწვილო თეატრს „ფარდის მიღმა“ ჩაეყარა საფუძველი, ვაჟა-ფშაველას პოემების - „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“ და „ბახტრიონი“ მიხედვით იყო დადგმული. ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად, თეატრალური კომპოზიცია საყმაწვილო თეატრის რეჟისორმა, რუსთავის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა ეკატერინე ქვრივიშვილმა დადგა. თეატრალურ წარმოდგენას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი დაესწრნენ. კასპის მერმა სპექტაკლის რეჟისორსა და მონაწილეებს დებიუტი მიულოცა და წარმატებები უსურვა. ეკატერინე ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას პოემების კიდევ ერთხელ გაცოცხლებისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ვახტანგ მაისურაძეს, მერის მოადგილეს ზურაბ კოპაძეს, მონაწილეებს და ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის საყმაწვილო თეატრის ჩამოყალიბებასა და ხელისშეწყობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)