|
2022-12-10 13:56:31, 1926 ნახვა
რეგიონი
ქედაში 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება ,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“ გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება ,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები" - გაიმართა, რომელსაც ტრენერი თიკო გიორგაძე უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეები ესწრებოდნენ. მათ ისაუბრეს განათლების აუცილებლობაზე, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკებზე და უარყოფით მხარეებზე. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე „რა მექანიზმები გააჩნია სახელმწიფოს ქალთა უფლებების დასაცავად". მოსწავლეებს საჩუქრად თემასთან დაკავშირებული წიგნები გადაეცათ. ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდა, რომლის ფარგლრბშიც პროგრამულად ხუთი აქტივობა გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზებას ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სპეციალისტები უწევდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)