|
2022-12-06 16:55:40, 1869 ნახვა
რეგიონი
სოფელ ხოვლეში, კასპის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და "ოფთალმიჯის" ინიციატივით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
სოფელ ხოვლეში კასპის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ჯავრიშვილის ოფთალმოლოგიური კლინიკა "ოფთალმიჯის" ინიციატივით, ადგილობრივებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას კვალიფიციური ექიმების მიერ, თვალის წინა სკანის დათვალიერება, ტონომეტრია-წნევის გაკონტროლება, საკითხავი სათვალის შერჩევა და სხვა საჭირო კონსულტაციები ჩაუტარდა. სამედიცინო კონსულტაციით ისარგებლეს საპენსიო ასაკის პაციენტებმაც, რომლებმაც აღნიშეს, რომ მათთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი და კომფორტული იყო ადგილზე საჭირო კონსულტაციის მიღება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი" 1996 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ჯავრიშვილის მიერ დაფუძნდა. კლინიკა მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის სამედიცინო შემოწმებებს ხშირად მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)