|
2022-12-06 13:53:50, 1192 ნახვა
სამართალი
საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ანგარიში პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის შედეგების სტატისტიკურ და ანალიტიკურ მიმოხილვას, განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს. გენერალური პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 9 თვის ანგარიშში საუბარია ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ,,ქოლ-ცენტრების", კიბერდანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე და მიღწეულ შედეგებზე; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე; არასათანადო მოპყრობის, ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სხვა. აღნიშნულ საკითხებზე ანგარიშით, ასევე, საბჭოს წინაშე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი წარდგებიან. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულებზე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე. პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, პრიორიტეტულ მიზნადაა გამოცხადებული პროკურატურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც გულისხმობს პროკურორთა დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, თანამშრომელთა შერჩევისა და როტაციის სისტემის გაუმჯობესებას, განგრძობადი პროფესიული განათლების უზრუნველყოფას, გენდერული ორგანიზაციული პოლიტიკის გაუმჯობესებასა და „მწვანე ოფისის" კონცეფციის დანერგვას. ანგარიშში ასახულია პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ორმხრივ მიდგომას ეფუძნება და როგორც ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის, ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებს მოიცავს. პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)