12:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 10:48:30, 1707 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის

ბაზისბანკი, კაპიტალში დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, კაპიტალს ზრდის. მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ბაზისბანკის აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბაზისბანკმა განახორციელა 1,034,254  ჩვეულებრივი აქციის ემისია. 

ბაზისბანკის მიერ ემიტირებული აქციები, უმსხვილესი აქციონერის, შპს „ხინჯიანგ ჰუალინგ ინდუსთრი ენდ თრეიდ (გრუფი) ქო“-ს მიერ, სრულად იქნა შეძენილი 27 მილიონ ლარად. შედეგად კი, ბაზისბანკის საზედამხედველო კაპიტალმა 430 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ბაზისბანკის უმსხვილესმა აქციონერმა, ბანკისადმი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, კაპიტალში ინვესტიცია 27 მილიონი ლარით გაზარდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკის განვითარებას, დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. ბაზარზე 29 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ჩამოვყალიბდით სოლიდურ უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. ბაზისბანკის ჰოლდინგი, ასევე მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. ბაზისბანკის მთლიანი აქტივები კი 3 მილიარდ ლარს აჭარბებს.“ - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics