|
2022-11-30 16:42:09, 1895 ნახვა
რეგიონი
კასპში კონსტიტუციის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა
ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს. მერიის ცნობით, ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1 129 გრძივი მეტრია, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად კი, რკინაბეტონის ცხაურიანი კიუვეტები ეწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 602 999 ლარის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ აწარმოებს. "კოსტიტუციის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა და გადაადგილებისას დისკომფორტული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტული ქუჩით ისარგებლებს", - აღნიშნა ვხტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)