|
2022-11-30 13:17:55, 2098 ნახვა
სამართალი
კახა კალაძემ „ტვ პირველს“ სასამართლო დავა მოუგო - მაია მამულაშვილს 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კახა კალაძის საჩივარი, რომელიც „ტვ პირველს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და წამყვან მაია მამულაშვილისგან კომპენსაციას ითხოვდა. დედაქალაქის მერი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას 100 000 ლარით ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა "ტვ პირველის" წამყვანს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ცნობისთვის, 20 ივნისს კახა კალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ცილისმწამებლური ცნობების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. მისი ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, "ტვ პირველის“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში მერი კორუფციაში დაადანაშაულა. სარჩელი 2022 წლის 24 აგვისტოს „ტვ პირველს“ და მაია მამულაშვილს ჩაბარდა საკურიერო ფოსტის მეშვეობით.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)