|
2022-11-29 17:03:01, 1824 ნახვა
რეგიონი
ქედაში, მუნიციპალიტეტის პირველობა იუმორისტულ და საზრიანთა საჯარო სკოლის გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა
ქედაში, მუნიციპალიტეტის პირველობა იუმორისტულ და საზრიანთა საჯარო სკოლის გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში სულ ხუთი გუნდი იღებდა მონაწილეობას: - ქედის საჯარო სკოლა ,,რკინის კნეტელები"; თამაში თანაბარი შესაძლებლობებით და აქტივობებით წარიმართა. გამომდინარე აქედან, გამარჯვებულის გამოსავლენად სამ გუნდს ,,ეკლერი", ,,მეკობრეები" და ,,რკინი კნეტელებს" შორის გაიმართა კითხვა-პასუხში შეჯიბრი. ჟიურის გადაწყვეტილებით I ადგილი ქედის საჯარო სკოლის გუნდმა ,,რკინი კნეტელებმა" მოიპოვა. გამარჯვებულებს თასი და სიგელები გადაეცათ. ასევე, გამარჯვებული გუნდი ერთი დღით ექსკურსიაზე ქუთაისში გაემგზავრება. მუნიციპალიტეტის პირველობა იუმორისტულ და საზრიანთა საჯარო სკოლის გუნდებს შორის შეჯიბრის გამართვის შედეგად გამოვლინდა და დაკომპლექტდა ქედის ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აჭარის რეგიონალურ თამაშებში. ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)