|
2022-11-29 13:53:19, 1786 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - გამოვდივარ ინიციატივით, რომ ყველა სამინისტროში დაინერგოს სისტემური სტაჟირების პროგრამა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კულტურის მხარდაჭერასა და ახალ სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში სტაჟირებით მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარები. „გრძელდება კულტურის მიზნობრივი მხარდაჭერა. ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა შევიმუშავეთ. ასევე, გავზარდეთ არსებული პროგრამების დაფინანსება. გაისად ბიუჯეტი იზრდება. ის 40%-ით მეტი იქნება ვიდრე 2022 წელს და 25 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. დარწმუნებული ვარ, არც ერთი კულტურის მუშაკი არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე. გამოვდივარ ინიციატივით და მინდა მოვუწოდო თითოეულ მინისტრს და თითოეულ სამინისტროს, რომ დავნერგოთ სისტემური სტაჟირების პროგრამა. ძალიან მალე უნდა უზრუნველვყოთ შესაბამისი კონკურსების გამოცხადება, რომელიც ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარები. 1-ლი იანვრიდან უნდა შევძლოთ ამ პროგრამის სრული დატვირთვით ამოქმედება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)