|
2022-11-25 17:33:12, 1397 ნახვა
სამართალი
„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
25 ნოემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტი ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 55 182 500 რუსული რუბლისა და 20 956 აშშ დოლარის (აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 2 414 123.93 ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის 14 მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული, რუსეთისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეების, ხელბარგისა და ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი. "საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 11 სამართალდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 105 451, 77 ლარის ოდენობით, ხოლო 3 მოქალაქის მიმართ, ჩამორთმეული საქონლის (თანხის) ოდენობამ 1 370 139. 02 ლარი შეადგინა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)