|
2022-11-25 11:47:56, 1835 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილესთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ელენე გოცაძემ, ელენე ლომიძემ, ილია ბორცვაძემ და გიორგი ბოჭორიძემ ახალი პროექტის „ძლიერი სოფლის პროგრამა” მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად კასპია შერჩეული. ხუთწლიანი პროექტის მიზანია არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დაეხმაროს საოკუპაციო ხაზთან მდებარე თემებში მცხოვრებ მოსახლეობას, მცირე და საშუალო საწარმოებს. მდგრადობის უზრუნველსაყოფად პროგრამა ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებთან წვდომას, ბაზრების შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას, შემოსავლების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ვახტანგ მაისურაძემ USAID-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მზაობა გამოთქვა პროექტის მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)