|
2022-11-21 16:43:55, 1681 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, ის ისტორიულ მინიმუმზე დავიდა
ეკონომიკის მაღალი ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს დასაქმების ტენდენციებზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 2022 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, ის ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 15.6% შეადგინა. „ეს უკეთესი მაჩვენებლია, ვიდრე პანდემიამდე გვქონდა. მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად - 77.5 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ - 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 47.4 ათასი ადამიანით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 10,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. ვიცე-პრემიერის შეფასებით, დასაქმების არსებული სურათი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)