|
2022-11-21 10:20:09, 1736 ნახვა
ომი უკრაინაში
IAEA - ვინც ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ძლიერი აფეთქებების უკან დგას, ცეცხლს ეთამაშება
ვინც ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ძლიერი აფეთქებების უკან დგას - ის ცეცხლს ეთამაშება,- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. მისი თქმით, შაბათ-კვირას, ელექტროსადგურზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა დააზიანა შენობები, სისტემები და აღჭურვილობა. მისივე თქმით, სადგურის დაბომბვა, რომელიც 19 ნოემბერს საღამოს დაიწყო და 20 ნოემბერს დილით გაგრძელდა, ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო ბოლო თვეებში.ადგილზე რადიაციის დონე ნორმალურია და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ასევე არ დაზარალდა ZNPP-ის გარე ელექტრომომარაგება, რომელიც კონფლიქტის დროს რამდენჯერმე დაირღვა. „კიდევ ერთხელ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი არ მომხდარა. შემდეგ ჯერზე შეიძლება ასე არ გაგვიმართლოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შემდეგი დრო არ იქნება,”- განაცხადა გროსიმ. გროსის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი შენობა, ერთ-ერთი რეაქტორის ელექტრო კაბელი, ასევე ხიდი მეორე რეაქტორსა და ადმინისტრაციულ შენობებს შორის. შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს. რუსები და უკრაინელები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)