|
2022-11-17 10:44:39, 1141 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ყვარელში ალკოჰოლური სასმელების საწარმო დაფინანსდა
ბაზისბანკი აგრძელებს აგრო მეწარმეების დაფინანსებას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში, არყის სახდელი ქარხნა და საოჯახო მარანი აშენდა. აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, ბაზისბანკის მიერ, 220,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბაზისბანკსა და აგრო მეწარმეს შორის პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან იღებს სათავეს. ფერმერი საკუთარ 10 ჰა საფერავის ვენახებს ფლობდა, ხოლო ბაზისბანკის ინვესტიციით, ნეკრესის მონასტრის ფერდობზე, 5 ჰა ფართობზე დამატებით გააშენა საფერავის ჯიშის ვენახი. მეურნეობის გაფართოების, სოფლის მეურნეობის სპეცტექნიკის შესაძენად და საბრუნავი საშუალებებისათვის, თანამშრომლობის პერიოდში, ბაზისბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამჟამად, ვენახები უკვე სრულმოსავლიანია და პროდუქციის რეალიზება ქართულ ბაზარზე ხორციელდება. მეურნეობაში და საწარმოებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. „მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებსა და კომპანიებთან თანაშრომლობას და ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას. ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)