|
2022-11-01 19:03:45, 1933 ნახვა
ეკონომიკა
Startup Drive-ის 2022 წლის გამარჯვებულები ცნობილია
Startup Drive-ის 2022 წლის გამარჯვებულები ცნობილია თომა ფირცხელანი, Cartune-ის თანადამფუძნებელი: „ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი სტიმულია. ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. ეს არის ახალი შესაძლებლობების დასაწყისი. Startup Drive-ში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება მოგვცა, ჩვენი ბიზნესიდეა კიდევ უფრო დავხვეწეთ, რეალობად ვაქციეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.“
დავით ჭეიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი: „Startup Drive-ი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „თეგეტა ჰოლდინგი“ აქსელერაციის პროგრამის მხარდამჭერი პირველად იყო. ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ, განევითარებინათ და საბოლოო მოდელამდე მიეყვანათ. დემო დღემ წარმატებით ჩაიარა. მოვისმინეთ შვიდი სტარტაპის განვითარების ისტორია და გეგმები, გავეცანით მათ პროდუქტებს. გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი, ეს კი პროექტის წარმატებას კიდევ ერთხელ ადასტურებს".
Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. თითოეული პროექტის ავტორმა, პროტოტიპის შესაქმნელად, „თეგეტასგან“, 5000-ლარიანი ინვესტიცია მიიღო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)