04:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 12:23:10, 1352 ნახვა

სამართალი
დარჩება თუ არა გიორგი მამალაძე პატიმრობაში? - სტრასბურგი გადაწყვეტილებას 3 ნოემბერს გამოაცხადებს

3 ნოემბერს ევროსასამართლო გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.  დილის 10:00 საათზე გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი საპატიმროს. 

გიორგი მამალაძემ ევროსასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართვა. სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს სამი წელი განიხილავდა. 

გადაწყვეტილება, რომელიც ევროსასამართლომ 3 ნოემბერს უნდა გამოაცხადოს, 3 თვის განმავლობაში სტრასბურგში დარჩება, კიდევ ერთხელ გადაიხედება და საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტი მიიღებს. 

"სასამართლო უპასუხებს ჩვენს პრეტენზიებს სამი ძირითადი მიმართულებით. მთელი პროცედურის განმავლობაში გიორგი მამალაძე აცხადებდა, რომ მის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი მას არ ეკუთვნოდა და სამივე ინსტანცია ამ საკითხს ეხებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო. ამდენად, ეს არის პირველი საკითხი, რომელზეც არის საჩივარში მსჯელობა. მეორე, ეს არის დახურული სხდომების ჩატარება, იმიტომ, რომ მთელი პროცედურა მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა. ამდენად, საკითხი უკავშირდება იმას, დახურულად ჩატარება სხდომების იყო თუ არა მკაცრად აუცილებელი მოცემულ საქმეში იმ მითითებული პირობების გამო, რომლებიც ჰქონდა საუბარი საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაციის დროს ევროპულ სასამართლოსთან. მესამე ძირითადი შეკითხვა მდგომარეობს იმაში და პრეტენზია ჩვენი საჩივარში, მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმციას ეხება. კერძოდ, იმ განცხადებების გამო, რომელიც გაკეთდა დაპატიმრების შემდეგ ოფიციალური განცხადებების გამო სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ", - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა. 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება  "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა".

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics