07:59 - 14 Aug, 2026
|
2022-10-27 12:01:01, 1867 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“-ს გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“-ს გადასცა. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, დღემდე მუნიციპალიტეტს 2 მაღალი გამავლობის ნარჩენმზიდი ემსახურებოდა, რაც არ იყო საკმარისი და მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. „არსებული ნარჩენმზიდები სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში გადაინაცვლებს. წლის ბოლომდე დამატებით შევიძენთ 200 ერთეულ გალვანიზირებულ ნარჩენის ურნებს, შედეგად მოსახლეობის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, რომელიც გართულებული განსაკუთრებით ზაფხულის თვეებშია.“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)