|
2022-10-23 18:16:38, 1829 ნახვა
რეგიონი
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2022“ გაიმართა
კასპში დღეს სახალხო დღესასწაული „კასპობა 2022“ გაიმართა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრში საადღესასწაულო კუთხეები მოაწყვეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, მეწარმეებმა, ხელოვანებმა. გაიმართა სპორტული აქტივობები, ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა, ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცე. მაყურებლის წინაშე საკუთარი თვითშემოქმედებით წარდგნენ ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები, ქალაქის ახალი ბენდი, ინდივიდუალური შემსრულებლები. ღონისძიება დასრულდა გალა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდა ღამის შოუს ბედი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაზე დამსწრეთ დღესასწაული კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და მოადგილე აბიკო აბესაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)