|
2022-10-18 15:42:48, 1881 ნახვა
რეგიონი
შუახევში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
შუახევში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე და დღის ცენტრის ბენეფიციარების დედები ესწრებოდნენ. ქალბატონებს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე, შუახევის მერის მოადგილეებმა, მირიან აბაშიძემ, გურამ ზოიძემ, რუსუდან შავაძემ, საკრებულოს წევრმა ფატი ჭაღალიძემ მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ხელმძღვანელმა პირებმა, დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში მოქმედ სოციალურ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია და ისაუბრეს ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაზე, ქალის როლის მნიშვნელობაზე ადგილობრივ თვითმართველობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში, სოფლად მცხოვრები ქალების წვლილზე სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ა.შ. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შუახევის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)