|
2022-10-18 11:39:50, 2000 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძემ, ჭაბუკებს შორის ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ხიზამბარელი საჭიდაო ჩოხით დააჯილდოვა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ჭაბუკებს შორის ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ხიზამბარელი საჭიდაო ჩოხით დააჯილდოვა. 17 წლის გიორგი ხიზამბარელი კასპის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს. მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს წევრები გიორგის, ვარჯიშის დროს კასპის სპორტულ კომპლექსში ესტუმრნენ. ვახტანგ მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონს და მის მწვრთნელს სოსო მამულაშვილს კიდევ ერთხელ მიულოცა ჩემპიონობა და წარმატებები უსურვა. „17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდე უდიდესი შრომის შედეგია. იმედი მაქვს, რომ გიორგი მაღალ ტიტულოვანი მოჭიდავის სტატუს შეინარჩუნებს და კვლავაც ასახელებს მშობლიურ მუნიციპალიტეტს“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ. გიორგი ხიზამბარელი მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი თანხითაც დააჯილდოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)